logo
ENG



მამუკა ხაზარაძე: მე სხვის ფულს არ ვითვლი

29 ოქტ 201921:11
3 წუთის საკითხავი
 
0h18nplys4y46us.jpg

„პოლიტიკის ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვებს მამუკა ხაზარაძე პასუხობს.

სოფო ზურაბიანის კითხვაზე, ხომ არ დაინტერესებულა ის პანამის თემით სიღრმისეულად, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის სხვის ქონებას არ ითვლის.

„პანამის საბუთები ღია წყაროა, ეს შეუძლია ყველამ ნახოს. უფრო ღრმად არ დავინტერესებულვარ, მე სხვის ფულებს არ ვითვლი. მე რაც მაინტერესებს, არის რომ ამ ქვეყანაში იყოს გამჭვირვალობა იმიტომ, რომ ამ ქვეყანას შავი წარმოშობის ფული უფრო მეტად დაანგრევს, ვიდრე ნებისმიერი რამ. თუ გავითვალისწინებთ რა ხდება არჩევნების პერიოდში, როგორ ხდება ადამიანების მოსყიდვა - ასეთი მიდგომები ამ ქვეყანას არსად მიიყვანს" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 20:45 საათზე გადის და მისი წამყვანი სოფო ზურაბიანია.


close დახურვა