logo
ENG



მამუკა ხაზარაძე: მურად მურადოვი მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება

01 ივლ 202018:27
3 წუთის საკითხავი
 
37io9kqjuayyhro.jpg

მურად მურადოვი მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მარნეულში ახალი ორგანიზაციის გახსნაზე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, პარტია უახლოეს ხანში წარადგენს მაჟორიტარ კანდიდატებს.

„მურად მურადოვი არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებებს, ასევე ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს, ის უხელმძღვანელებს ჩვენს ოფისს. რაც შეეხება, მაჟორიტარულ კანდიდატებს, პარტია უახლოებს ხანში დაიწყებს წარდგენას და თქვენთვის ცნობილი იქნება ოლქების მიხედვით ვინ იქნება ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მარნეული მრავალეთნიკურად დასახლებული ოლქია, ლელოს გეგმით კი, რეგიონი სერიოზულ ბიზნეს ცენტრად უნდა იქცეს.

„დღეს ჩვენ გავხსენით 24-ე წარმომადგენლობა მარნეულში. პროცესი გრძელდება და თითქმის ყოველ მესამე დღეს გვექნება მსგავსი ორგანიზაციების დაფუძნება და გახსნა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. მარნეული არის მრავალეთნიკურად დასახლებული ოლქი და ლელოს გეგმა არის ამ რეგიონის საკმაოდ სერიოზულ ბიზნეს ცენტრად გადაკეთება“, - აცხადებს ხაზარაძე. 


close დახურვა