logo
ENG



მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს

05 აგვ 202211:56
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ლუსტრაციის კანონის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

ხაზარაძის თქმით, არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე.

"ბოლო თვეებში ინტენსიურად ხდება ადამიანების ლუსტრაცია, უკრაინის ომის ფონზე ბევრს ჩამოეხსნა ნიღაბი, საზოგადოებამ ნათლად დაინახა რუსული პოლიტიკის მეხოტბეები და მხარდამჭერები.

ლუსტრაცია მომხდარია. ახლა ამას კანონით გაფორმება სჭირდება…

არც ერთი კოლაბორაციონალისტი არ უნდა იყოს არჩეული, ან დანიშნული თანამდებობაზე.

ლუსტრაციის კანონი რაც შეიძლება სწრაფად!", - წერს ხაზარაძე.

ლუსტრაცია აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ.


close დახურვა