logo
ENG



მამულაიშვილი: ცრუ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას

04 ივნ 202022:29
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა მამულაიშვილმა, გადაცემაში, „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ცრუ ინფორმაციას აწვდის. 

„ეს იყო შენიღბული წლების განმავლობაში, ამას ცდილობდნენ შეენიღბათ ისე, თითქოს, ჩვენი სტრატეგიული განვითარების ურთიერთობა ხდებოდა შეერთებულ შტატებთან, მაგალითად, იანვარში თალაკვაძე ეწვია და უთხრა, რომ 267 კომპანია მუშაობს საქართველოში, მაშინ, როდესაც ორ ხელზე ვერ ჩამომითვლით ამერიკულ კომპანიებს ისეთს, აქ ინვესტიციას, რომ ახორციელებს და ოფისი აქვს შეერთებულ შტატებში, რეალურად  10 -იც არ არის ეგეთი. ცრუ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას“, - განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობას სასამართლო განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის შესახებ საგანგებო წერილშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზეა გამოგზავნილი. 

 


close დახურვა