logo
ENG



მანჩესტერ სიტის უეფამ ჩემპიონთა ლიგაში ორი წლით მონაწილეობა აუკრძალა

14 თებ 202023:06
3 წუთის საკითხავი
 
hd9942iyco6fcn1.jpg

„მანჩესტერ სიტის“ უეფამ ევროტურნირებში ორი წლით მონაწილეობა აუკრძალა და ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე უეფას მთავარი გამომძიებელი უკვე საუბრობდა იმ სანქციებზე, რომელსაც კლუბს დააკისრებდნენ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ არა მოულოდნელი", - აცხადებენ კლუბში.


close დახურვა