logo
ENG



მანჯგალაძე: შესაძლებლობას, რომ პროცესი ქუჩაში გადავიდეს, ვერ ვხედავ

09 თებ 202420:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/fut0cdoi10z2md3.jpg

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პროცესების ქუჩაში გადატანის შესაძლებლობას, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს. ასე ეხმაურება ის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას. 

"მიხეილ სააკაშვილი, იცით, იმყოფება პატიმრობაში და ამიტომ, შეიძლება, იქიდან სიტუაცია სხვანაირად ჩანს, ამ მხრივ, მე მის კრიტიკას არ ვაპირებ, მაგრამ დღეის მონაცემებით, ამ წუთას შესაძლებლობა იმისა, რომ ქუჩაში გადავიდეს პროცესი, ვერ ვხედავ. ჩვენ ველოდებით არჩევნებს, ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ", - აცხადებს მანჯგალაძე. 

დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ზურაბიშვილის მიერ ევროპული ერთიანობის პლატფორმის ინიცირებას მიესალმება, თუმცა ახლა არა დისკუსიის, არამედ საქმის დროა. 

მისივე თქმით, ზურაბიშვილის ადგილას სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადმოიტანდა. 

"მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში. შენობაში ხალხთან შეხვედრა ჰგავს ერთ წრეზე სიარულს ცოტა, გვერდიდან როცა უყურებ, თავისუფლების მოედანი დაპატარავდა და სპეციალურად სივრცე შეამცირეს, იპოდრომი, სადაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ რუსთაველი, რომლის გავსებაც შეგვიძლია, შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია და თუ ქალბატონი სალომე აიღებს ასეთ ინიციატივას, მხარს დავუჭერ", - განაცხადა სააკაშვილმა. 


close დახურვა