logo
ENG



მარგველაშვილი: ანაკლიის თემა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ის დღეს დაზარალებულია

28 ოქტ 201921:36
3 წუთის საკითხავი
 
fuij19o5wmdg3uf.jpg

„ფორმულას“ ეთერში გიორგი მარგველაშვილი სოფო ზურაბიანის კითხვებს პასუხობს. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის და მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია.

„ანაკლია სტრატეგიული პროექტია ერთმნიშნელოვნად. მე პოლიტიკოსი ვარ და ამ პროექტს ვუყურებ გეოპოლიტიკის ლანდშაფტში. წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ანაკლია. ანაკლია არის გვირგვინი იმ ხაზისა, რომელიც საქართველოს გამოყოფს თანამედროვე გეოპოლიტიკურ რუკაზე. საბოლოოდ ეს არის პიროვნული დაპირისპირება თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რა მნიშვნელობა აქვს - თუ ეს საგარეო კურსს და სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. რამ განაპირობა - ხაზარაძის მიმართ არაკეთილმოსურნეობამ, ეჭვიანობამ, ნაღვლიანობამ - რაში მაინტეერსებს, ცუდ ხასიათზე იყვნენ ლიდერები თუ კარგ ხასიათზე - ანაკლიის თემა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია და ანაკლიის თემა დაზარალებულია დღეს. აქედან უნდა ამოვიდეთ,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

„პოლიტიკის ფორმულა“ მაუწყებლის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს გავა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე. მისი წამყვანი სოფო ზურაბიანი იქნება.

 

 

 

 


close დახურვა