logo
ENG



მარგველაშვილი: არ არსებობს თავისუფლების მოპოვება თავისუფლების დაცვის გარეშე

14 ნოე 201921:39
3 წუთის საკითხავი
 
th6fsb1pgi8lhia.jpg

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინ აქციას შეუერთდა. მისი განცხადებით, არის მცდელობა, საქართველოს მოქალაქეების ხმის უფლება მმართველმა ძალამ ჩაიდოს ჯიბეში.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოგწონთ და როგორი მოგწონთ. დღეს ამის მცდელობა აქვთ, რომ თქვენი საარჩევნო მანდატი ჩაიდონ ჯიბეში. მე მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ტელევიზორთან, მე მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც უყურებენ ამ ყველაფერს - არ არსებობს თავისუფლების მოპოვება თავისუფლების დაცვის გარეშე. არცერთი ჩვენგანი არ მოიპოვებს თავისუფლებას, თუკი თავის წვლილს არ შეიტანს ამ პროცესში. თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი. არ უნდა გაჩერდეს პოლიტიკური ძალა მანამ, სანამ ჩვენი ხმის უფლება არ იქნება გარანტირებული“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პარლამენტის წინ აქციაზე მოსახლეობა აპროტესტებს პარლამენტის გადაწყვეტილებას. საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებები პირველივე კენჭისყრით ჩავარდა.


close დახურვა