logo
ENG



მარგველაშვილი: ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციაში ვარ

19 დეკ 202000:55
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/19/dix3iv5nbqlokbn.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხთან დაკავშირებით, მას სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები აქვს.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსულტაციების დროს რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე საუბარი არ ყოფილა. 

"მე ვარ კონსულტაციებში ლელოსთან, ევროპულ საქართველოსთან, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის - როგორ იქნას მიღწეული ახალი საპარლამენტო არჩევნები და როგორ არ დაზარალდეს დემოკრატია და როგორ საქართველო CCR არ გახდეს ისევ. ამასთან დაკავშირებით ვარ კონსულტაციებში.
ლაპარაკი რაიმე პოლიტიკურ გაერთიანებაზე, ამ კონსულტაციების დროს, საერთოდ არ ყოფილა და ჯერჯერობით არც იაზრება",-განაცხადა მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან. 

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო. 


close დახურვა