logo
ENG



მარგველაშვილი: გახარიას დაწინაურება საზოგადოების შეურაცხყოფა იყო

28 ოქტ 201921:37
3 წუთის საკითხავი
 
tp0edo87lxn0402.png

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას შს მინისტრობიდან პრემიერობამდე დაწინაურება საზოგადოების შეურაცხყოფა იყო.

„გიორგი გახარიას დაწინაურება საზოგადოების შეურაცხყოფა იყო. იმ ადამიანების შეურაცხყოფა იყო, ვინც იმ ღამეს პატრიოტული მიზნებისთვის დაისაჯნენ, დაკარგეს თვალი და ჯანმრთელობა. ამ საკითხზე რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილმა ძალიან პრინციპული პოზიცია დააფიქსირა,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

„პოლიტიკის ფორმულა“ ტელეკომპანიის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა. გადაცემის წამყვანი სოფო ზურაბიანი იქნება.  


close დახურვა