logo
ENG



მარგველაშვილი: ერთი დღით ადრე რომ გადავმდგარიყავი პენსია მექნებოდა

17 ოქტ 201920:11
3 წუთის საკითხავი
 
ik5cy1nn4kpvpyf.png

ყოფილ პრეზიდენტს დაცვისა და პენსიის გარეშე ტოვებენ. 16-ი დეკემბრიდან გიორგი მარგველაშვილს აღარავინ დაიცავს. ახალი კანონმდებლობა ძალაში შედის და პრეზიდენტის ინსტიტუტს კიდევ უფრო აკნინებს. მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც საჭიროდ მიიჩნია, უცნობია, რა დასკვნას გასცემს სუს-ი, როცა იგივე გადაწყვეტილება კანონის ინიციატორ ირაკლი კობახიძეს შეეხება, მას დაცვა 2020 წლიდან უნდა მოეხსნას.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში მას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა პარლამენტის და სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ის სახელმწიფოს და ინსტიტუტების მიზანმიმართულ ნგრევად აფასებს. 16 დეკემბრიდან ყოფილ პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება.

"ეს გადაწყვეტილება არის მწყობრი გადაწყვეტილება იმ მთელ ბრძოლაში, რომელსაც „ოცნება“ 5 წელი ჩემს წინააღმდეგ აწარმოებდა. ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების მეთოდური შესუსტება, დაკნინება, რიგ შემთხვევებში განადგურება. უშიშროების საბჭო ასეთივე ლოგიკით გააქრეს. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ ყველაზე ფასეულს სახელმწიფოს ვანგრევთ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო პრეზიდენტის პენსიას ეხება.

„პრეზიდენტს არ აქვს პენსია. მე რომ ერთი დღით ადრე 15 დეკემბერს გადავმდგარიყავი, პენსია მექნებოდა. მაგრამ ბუნებრივია ამას არ გავუკეთებდი ქვეყანას იმიტომ, რომ ეს იმის ნიშანი იქნებოდა რომ კიდევ ერთმა პრეზიდენტმა ვერ დაასრულა თავისი კანონიერი ვადა,“ - აცხადებს მარგველაშვილი.


close დახურვა