logo
ENG



მარგველაშვილი: თუ ოდესმე გიბრძოლია, ვერ იტყვი, გირგვლიანი არ აწამონ და სააკაშვილი აწამონ

23 დეკ 202218:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/23/9gvl6raifr0rg4e.jpg

შენ თუ გიბრძოლია მართლა სიმართლისთვის, მართლა ადამიანის უფლებისთვის, მართლა ჩაგრულის დაცვისთვის, შეუძლებელია შენ ის მოგწონდეს, რასაც სააკაშვილს დღეს უკეთებენ. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის წამება მოსწონთ იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილის დროს თვითონ აწამებდა. მე ვისაც ვიცნობ, სააკაშვილზე გაბრაზებულები ისინი არიან, ვინც სააკაშვილის დროს ან ფულს აკეთებდა, ან რაღაცა თანამდებობა ჰქონდა და მერე რაღაც მომენტში ან გადახტა, ან გადმოხტა, მერე მიშასთან გაუფუჭდა ურთიერთობა. მარტივად შემიძლია გითხრათ, შენ თუ ოდესმე გიბრძოლია რამე ღირებულებისათვის, შენ ვერ იტყვი, მოდი, რა არ აწამონ გირგვლიანი და მერე იტყვი, სააკაშვილი ახლა აწამონ. არ მჯერა ამ ადამიანების.


close დახურვა