„ქართული ოცნებიდან“ წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია“, - ასე უპასუხა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ შეკითხვას - ხედავს თუ არა მესამე ძალად „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს.
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიიდან წასულ პოლიტიკოსებს არ იცნობს.
„ცალკე ადამიანებს ვერ გავარჩევ. მაგრამ თუ მაინც და მაინც ამ ტერმინით გინდათ თქვათ, ოცნებიდან წასული მარტო მე ვარ, დანარჩენი ყველა გაგდებულია. მე ვამბობ, რომ წასული და როდესაც პრინციპები დაირღვა, ჩემ გარდა წასულს მე არ ვიცნობ, თუ მოგვიყვებიან ისინი როდის და როგორ წავიდნენ, მოვუსმენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.