logo
ENG



მარგველაშვილი: პატრიარქმა კგბ-ს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი შემრყევი არაა

31 ოქტ 201921:16
3 წუთის საკითხავი
 
v0w8xb02kzhs4nq.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა და პატრიარქს შეხვდა. როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქი მხნედაა.

„მინდა დამეფიქსირებინა ჩემი პატივისცემა და არანაირი ინციდენტები, რომლებიც შეუძლებელია ხდებოდეს რაიმე ტიპის უკანა პოლიტიკური მიზნების გარეშე, ამან არ იმოქმედოს იმი ადამიანზე, ვინც საქართველოსთვის უზარმაზარი ღვაწლი გასწია. მე აქ დამხვდა წელში გამართული, ნათელი ხედვის მქონე ადამიანი. მე დამხვდა კათალიკოს პატრიარქი ისეთი, რომელსაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ვიცნობდი. მე მივხვდი, რომ მის უწმინდეოსობას ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში არაერთი მძიმე დღე აქვს გავლილი. კგბ-ს სპეცსამსახურები ცდილობდნენ, რომ შეეცვალათ მისი ღირებულებები. იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა კგბ-ს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები მისი შემრყევი არაა. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ პატრიარქი ნათლად და მხნედაა. ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მოვახერხებთ თუ არა, რომ თვითგანადგურება არ განვახორციელოთ," - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.   

 


close დახურვა