logo
ENG



მარგველაშვილი - ნამდვილად ვიცი, რომ არც ქართული ოცნება მინდა და არც ნაციონალური მოძრაობა

26 მაი 202021:58
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების განწყობებსა და ალტერნატიული ძალის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამომრჩეველი ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ბევრი ადამიანია, რომლებსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს და ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდებიან. ყოფილი პრეზიდენტის ამბობს, რომ თავადაც ერთ-ერთი მათგანია.

„მე ვხედავ პოლიტიკურ სიბრტყეს შემდგნაირად: არის ბუნებრივია სახელისუფლებო ამომრჩეველი, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით მოსწონს ან სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი, ან უბრალოდ ყოველთვის არის ნაწილი, რომელსაც ცვლილებები არ უნდა; არის სტაბილური „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომელმაც გაიარა ის 9 წელიწადიც, აძლევდა ხმას და მოსწონდა ეს პარტია და ამ წლების განმავლობაშიც ნამდვილად ერთგულებს ამ პოლიტიკურ ძალას; არის ასევე ჩამოყალიბებული ამომრჩეველი არჩევანის გარეშე. მაგალითად, მე ვარ ასეთი ჩამოყალიბებული ამომრჩეველი, ნამდვილად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ არ მინდა, ჩემი არგუმენტები მაქვს, ნამდვილად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მინდა და ჩამოყალიბებული ვარ ამაშიც, თუ რატომ და ჩემი ჩამოყალიბებულობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მომცეს ალტერნატივა. მე მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, ვინც ჩამოყალიბებული ვართ რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“ გვინდა და არც „ქართული ოცნება“, ისეთი ფორმატი, რომელიც მისცემს ჩვენნაირ ამომრჩეველს, მოგვცეს ხმა. ეს არის ამომრჩეველი რომელსაც აღარ უნდა დევნა, ჭაობი, არ უნდა ომი რუსეთთან, უნდა ნატო, უნდა ევროპა, სოფლის მეურნეობის აღორძინება და ეკონომიკის რაიმე ფორმით მაინც ზრდა და რაც მთავარია, მოსწყინდა პოლიტიკოსებისგან ისეთი ტექსტების მოსმენა, როდესაც თვითონაც არ ესმით რას ლაპარაკობენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.


close დახურვა