logo
ENG



მარგველაშვილი გაფრინდაშვილის გატაცებაზე: ფაქტია, ჩვენ ამ პრობლემებს ვერ ვუმკლავდებით

07 დეკ 201922:16
3 წუთის საკითხავი
 
u1cx6z1a7r209kf.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი თქმით, ქართული ხელისუფლება ვერ უმკლავდება საოკუპაციო ზონაში ადამიანების გატაცების პრობლემას. როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ საუბრისას განაცხადა, რუსეთი ცინიზმით ეკიდება მსგავს საკითხებზე მოლაპარაკებებს და ცდილობს, დაანახოს საზოგადოებას ქართული ხელისუფლების უუნარობა. მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ხელისუფალსა და უწყებას უნდა საკუთარი მოქალაქის დაცვა და გატაცებიდან დახსნა, თუმცა ისეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პირობებში, როგორიც ეს რუსეთია, ყველა ხელისუფალი უსუსურია.

„ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე უწყებას, პრეზიდენტი, პრემიერი თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ადარდებდეს ეს პრობლემა. იგივე რთულ ვითარებაში ვიყავით, როცა კვირიკაშვილი იყო პრემიერი დამოხდა ტატუნაშვილის კატასტროფული ტრაგედია და ამ რამეს არ ვადარებ, მაგრამ მახსოვს ის ცინიზმი, რომლითაც გვექცეოდა რუსეთის ხელისუფლება; როგორ ხმარობდა ამ ველურულად ნაწამები ადამიანის გადმოცემას იმის საჩვენებლად, რომ ქართული ხელისუფლების უუნარობა და უსუსურობა ეჩვენებინა. როდესაც ვლაპარაკობთ რუსეთზე, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობს შეარყიოს ჩვენივე პატივისცემა ჩვენივე ხელისუფლების მიმართ. მათი მიზანია, აჩვენოს, რამდენად ვერ ვუმკლავდებით ამ პრობლემებს და ფაქტია, ჩვენ ამ პრობლემებს ვერ ვუმკლავდებით. ბირთვული რესურსის მქონე ოკუპანტი, მას მიჰყავს შენი ხალხი, აწამებს მათ - რუსეთის შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ მათთვის ესეც დიდი მიღწევაა, ჩვენ ვიცოდეთ, რომ ჩვენივე პრემიერი თუ პრეზიდენტი ვერაფერს ვერ უშვრება ამ პრობლემას. აი, ეს არის სამწუხარო რეალობა, თორემ მე ვერ ვიტყვი, რომ გახარიას, ზურაბიშვილს ან ზალკალიანს არ აინტერესებს ეს პრობლემა, ამას ვერ დავაბრალებ", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 28-ე დღეა, ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.


close დახურვა