logo
ENG



მარგველაშვილი პროპორციულზე: არ მეგონა რომ სიტყვას გატეხდა ივანიშვილი, იმდენად აბსურდია

07 დეკ 201922:36
3 წუთის საკითხავი
 
gxti5sjiqinpvdn.jpg

"არ მეგონა რომ ამ სიტყვას გატეხდა "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი, რომელმაც პირადად გასცა ეს დაპირება",-ასე აფასებს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს. როგორც მარგველაშვიულმა გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" აღნიშნა, ივანიშვილის მხრიდან "სიტყვის უკან წაღება" არარაციონალური ნაბიჯია. 

"არ მეგონა არა იმიტომ, რომ არ მოიტყუებოდნენ რამეს. იმდენად აბსურდულია, ამიტომ არ მეგონა. თორემ "ქართული ოცნება" ერთს რომ ამბობს და მეორეს აკეთებს, ეს ნათლად ვნახე ჩემს პოლიტიკურ ბიოგრაფიაში. პენსიის მომატება, გაიაფებული გაზი თუ შუქი, საპირისპიროდ რომ დალაგდა, ვნახეთ ეს ყველაფერი. რას მთხოვ გაზის და შუქის გაიაფებას, ნაცი ხომ არ ხარ, რომ მთხოვ, ამას გეუბნებიან საპასუხოდ. საერთოდ ქართული პოლიტიკური დისკურსი სოფლის ბირჟაზე ტრიალებს. დაპირება არ იყო უცხო, რადგან ამ დაპირების არ შესრულების გამო მოხდა ჩვენი დაშორებაც. მე უბრალოდ გამიკვირდა, რადგან ამ პირობის დადება ძალიან არარაციონალურია. ამ ეტაპზე, ამ დაპირების გატეხვა იყო სულელური. შესაბამისად ის რაც ხდება, რომ პოლიტიკური პროცესი მიდის ხელისუფლების რეიტინგისა და შესაძლებლობის საწინააღმდეგოდ, ეს მარტივი და გასაგებია. ამიტომ გამიკვირდა, თორემ იმიტომ არა რომ რაიმე იმედი მქონდა",-აღნიშნა მარგველაშვილმა. 


close დახურვა