logo
ENG



მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნა დაუკმაყოფილეს

22 დეკ 202118:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/22/7qcbmv38xto7naf.jpg

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მისცეს. როგორც პენიტენციური სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, მარგველაშვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისთვის შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. როგორც უწყებაში ამბობენ, მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რადგან მედპერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეხვედრის გამართვის შესაძლებლობას იძლევა და სამსახურს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გააჩნია.

20 დეკემბერს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 


close დახურვა