logo
ENG



მარიამ ჯაში: თუ კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდებოდა, მის გუნდში ვიქნებოდით

09 ივნ 202016:03
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ განცხადებები გაკეთდა. „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ ახლად შექმნილი პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრები მარიამ ჯაში და ბექა ნაცვლიშვილი უარყოფენ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

„მსგავსი არაზუსტი ინტერპრეტაციები გავრცელებას გთხოვთ, რომ არ ჰქონდეს ადგილი. ეს უაღრესად აზიანებს, როგორც სხვადასხვა ფრაქციის და პარტიის განცხადებების სიზუსტეს. ასევე რეპუტაციულ ზიანს შეიძლება ჰქონდეს ადგილი. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ გაგვიწყვეტია. კომუნიკაცია და საუბრები ყოველთვის გვქონია, მაგრამ უშუალოდ პარტიასთან დაკავშირებულ საკითხებზე არ გვისაუბრია. ყოველთვის მზად ვართ კვირიკაშვილისგან რჩევების მისაღებად, გვექნებოდა სურვილი, რომ ის დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და ჩვენ აუცულებლად ვიქნებოდით მის გუნდში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ბექა ნაცვლიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ კონსულტაციები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მათ გიორგი კვირიკაშვილისგან უარი მიიღეს. ამ ეტაპზე გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში არ ბრუნდება.

„სანამ მე გადავწყვეტდი პარტიის თავმჯდომარეობას, მანამდე ამ პარტიის წევრებს გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაციები ჰქონდათ. მან ამ ეტაპზე უარი განაცხდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობისგან. აქედან გამომდინარე მისი დაბრუნება ჩვენს გუნდში ამ ეტაპზე არ განიხილება“,- აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. 


close დახურვა