logo
ENG



მარიამ ჯაში: საჯარო სფეროში დასაქმებულებს აფრთხილებენ არ ითანამშრომლონ ოპოზიციასთან

14 ივნ 202011:48
3 წუთის საკითხავი
 

გაფრთხილება საჯარო სტრუქტურების თანამშრომლებს - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში, მოქალაქეებზე განხორციელებულ ზეწოლაზე აკეთებს განცხადებას. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტების სტრუქტურებში დასაქმებულ ადამიანებს ოპოზიციასთან თანამშრომლობას უკრძალავენ და აფრთხილებენ. დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს აღკვეთონ ყველანაირი ზეწოლა ბიზნესსა და მოქალაქეებზე.

"ჩვენამდე უკვე მოდის ხმები, ხდება დასფუთავების სამსახურებში დასაქმებულთა, ასევე ბაღების, სკოლების, სხვადასხვა საჯარო ინსტიტუტებში დასაქმებული ხალხის გაფრთხილება, რომ არ იფიქრონ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე. ეს დასაზუსტებელია, მაგრამ უკვე სერიოზული ნიშანია ამისი და გთხოვთ, რომ მაქსიმალურად ყველამ უზრუნველყოთ რომ თუნდაც ჭორების დონეზე გავრცელებული ინფორმაცია გამორიცხული იყოს. არაერთ ბიზნესს, რომელმაც ვერ იპოვა სამართალი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აქვს სურვილი ჩვენი თანადგომის, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ბატონ არჩილ თალაკვაძეს, რომ პირადად აიღოს პასუხისმგებლობა, არ დაუშვათ რაიმე ტიპის ზეწოლა ბიზნესზე, ვისაც სურვილი ექნება ჩვენი ან სხვა ოპოზიციური პარტიების დასახმარებლად. ამ საკითხზე ჩვენ ვითანამშრომლებთ დიპლომატიურ კორპუსთან", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. 


close დახურვა