logo
ENG



მარიამ ჯაშმა უმრავლესობა დატოვა

14 ნოე 201917:03
3 წუთის საკითხავი
 
qb028meutixlk09.png

მარიამ ჯაშმა უმრავლესობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, შეეცადა ემოციურ ფონზე არ მიეღო გადაწყვეტილება და სამი საათის განმავლობაში საქმის კურსში ჩააყენა მისთვის მნიშვნელოვანი კოლეგები.

„სამი საათი გავიდა კენჭისყრიდან. ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე, რომ გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე არ მიმეღო. მე ვტოვებ ქართული ოცნების უმრავლესობას და შესაბამისად, განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. პირადად მე მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამ შემთხვევაში, ჩვენი, ორი თვის წინ დადებული პირობა, რაც საზოგადოებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მივეცით, იყო პრინციპული საკითხი, გაგვეტანა ეს გადაწყვეტილება“ - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობა უკვე 8 დეპუტატმა დატოვა.

 


close დახურვა