logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ამ ეტაპზე კვლევისთვის 8 პაციენტის ტესტია წაღებული, ღამე მზად იქნება პასუხები

28 თებ 202019:53
3 წუთის საკითხავი
 
3c7o7xwnf7kacwu.jpg

„8 პაციენტის ტესტი წაღებულია კვლევისათვის, ცოტა მოგვიანებით ღამე მზად იქნება ტესტის პასუხები,“ - ამის განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია აკეთებს. 

მისი განცხადებით ამ ეტაპზე ინფექციურ კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება, აქედან 21-ს რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ, საკარანტინო სივრცეში იქნებიან გადაყვანილები

„ჩემი მონაცემებით მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ და დღეს ჩვენგან წაღებულია ტესტები, სულ 21 ტესტიდან ყველა ნეგატიურია. მხოლოდ ერთი ტესტი აღმოჩნდა დადებითი. არ მგონია, რომ ეს ქალბატონი, სადაც მუშაობდა რომელიმესთან ტესტი დადებითი აღმოჩნდეს. თუ რომელიმესთან დადასტურდება კორონავისრუსის შემთხვევა მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდებათ. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უარყოფითი ტესტი დაფიქსირდა. 

39 პაციენტი წევს კლინიკაში, 21 ტესტი უარყოფითია. ამ 21 პაციენტს საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად ვამზადებთ. სამარშუტო მანქანები მათ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

ამ ეტაპზე 39-დან 18 პაციენტი დარჩება, აქედან 8 პაციენტის ტესტი წაღებულია კვლევისათვის, ცოტა მოგვიანებით ღამე მზად იქნება ტესტის პასუხები. ამ პასუხების შედეგი თუ ნეგატიური ექნებათ ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ​​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, შემთხვევა ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გუშინ გვიან ღამით დადასტურდა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ინფიცირებული საქართველოში იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 


close დახურვა