logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ერთი მძიმე პაციენტი გვყავს, 12 წლის მოზარდის მდგომარეობა კი მსუბუქია

11 მარ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო მონაცემებით 23 შემთხვევიდან, კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტია მოთავსებული. საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ყოველი ამ შემთხვევის ისტორიაგანუმარტა და აღნიშნა, რომ ველა გარე შემთხვევა, სულ 4 წყაროდანაა დაფიქსირებული. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ერთი პაციენტის გარდა, ყველას ვითარება სტაბილურია. 

"უცვლელია სიტუაცია. ერთი მძიმე პაციენტი გვყავს და მისი მდგომაროება სტაბილურია. არ უმჯობესდება მდგომარეობა, მაგრამ არც უარესდება. ასევე გვაქვს 4 პაციენტის შემთხვევაში დადასტურებული პნევმონია, დანარჩენის მდგომარეობა კი მსუბუქია დაბალი ტემპერატურით. ჯერჯერობით მათი მდგომაროება არ პროგრესირებს, მაგრამ დაავადების გამოვლენიდან მინიმუმ 13 დღის განმავლობაში მოსალოდნელია პროგრესირება და ეს მხოლოდ მკურნალობაზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია თავად ინფექციასა და იმუნურ სიტუაციაზე",-აღნიშნა ეზიგბაიამ.

მისივე თქმით, 12 წლის დაინფიცირებული მოზარდის მდგომარეობაც მსუბუქია. 

"ბავშვს რაც შეეხება, ესაა ერთი ისტორია. მისი მდგომაროება მსუბუქია და საბედნიეროდ დაავადება ბავშვებში სწორედ ამგვარად ვითარება, არ რთულდება. იმედია საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ბავშვის მდგომარეობა არ შეიცვლება",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. 

საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ყურადღება ინფექციურში  ბოქსებისა და პალატების რაოდენობაზეც გაამხვილა და აღნიშნა რომ ამ ეტაპზე მათი რაოდენობა საკმარისია. 

"ახლა იწყება იმ პაციენტების განმეორებითი კვლევა, ვინც თავდაპირველად განთავსდა კლინიკაში, რადგან ზოგიერთან ვადა გასული. ამიტომ განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ. ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა ისინი კლინიკას დატოვებენ. შესაბამისად, კიდევ გათავისუფლდება ბოქსირებული განყოფილების რაოდეობა. ამ ეტაპზე თავისუფალია ბოქესები და გვაქვს პალატების რაოდენობაც",-აღნიშნა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში სულ კორონავირუსის 23 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან ხუთი გუშინ, 10 მარტს გამოვლინდა. 


close დახურვა