logo
ENG



მარინა ეზუგბაია: ჩვენს ცენტრში 40-დან ერთი კრიტიკული და ერთიც მძიმე პაციენტია

10 მაი 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

9 ახალი ინფიცირებულიდან უმეტესობა თეთრიწყაროს კლასტერია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას, გამოჯანმრთელებულებიდან ერთი სწორედ აღნიშნული კლინიკის პაციენტია. 

"დღევანდელი მონაცემებით 9 ახალი შემთხვევაა და ახლა ქვეყანაშია 635 პაციენტი. გაზრდილია გამოჯანმრთელებულების რიცხვიც. 9 ახალი შემთხვევის წყაროს უმეტესობა ცნობილია. ჩვენს ცენტრში 40 პაციენტი მკურნალობს და აქედან ერთი კრიტიკული, ერთიც მძიმე პაციენტი გვყავს. მათი მდგომარეობა უცვლელია და დანარჩენის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია", - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებულ ვითარებას, იქ კომენტარს არ აკეთებენ. 

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 635 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან გამოჯანმრთელებულია 309 ადამიანი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


close დახურვა