logo
ENG



მარინა ენდელაძე: 6 კვირაში ვირუსის 117 შემთხვევა ბევრი არაა

01 აპრ 202022:13
3 წუთის საკითხავი
 

"უკვე 6 კვირაა საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევა, 117 ნამდვილად არაა ბევრი",-ასე აფასებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას კორონავირუსთან დაკავშირებით. 

მისივე თქმით, პროტოკოლი რომელიც ხვალ ამოქმედდება, დროული და შესაბამისია. მანამდე კი აღნიშნულის საჭიროება არ იყო. 

"პროტოკოლი აუცილებელი იყო ინფიცირების გარკვეულ ეტაპზე. შიდა გავრცელება მასიური რომ იყოს, დღეს ეს რაოდენობა არ გვექნებოდა. მასიურად მოედინებოდა ვირუსი. როცა უკვე 6 კვირაა საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევა, 117 ნამდვილად არაა ბევრი. რომ ნახოთ, სხვა ქვეყნები, ბევრად მეტია ამ მონაკვეთში",-განაცხადა ენდელაძემ


close დახურვა