logo
ENG



მარინა კალიურანდი - ჩვენ ვერაფერს შეცვლით, პრობლემები ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გადაჭრას

19 თებ 202014:48
3 წუთის საკითხავი
 

„მე და ქართული სამოქალაქო საზოგადოება ვერაფერს შეცვლით, პრობლემები ქვეყნის შიგნით ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უნდა გადაჭრან“, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდმა, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კალიურანდმა ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ტექსტის ჩაგდებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხდარის გამო იმედგაცრუებულია.

„სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი იმედგაცრუება უკანასკნელი შეხვედრით, რომელზეც შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. არ მგონია ეს საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესში ყოფილიყო. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას თქვენი ტერიტორიული მთლიანობის და ანტისაოკუპაციო მიმართულების მხარდაჭერას, ჩვენ თქვენი პარტნიორები ვართ და გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტების ბრიუსელში, ევროპარლამენტარებს ხვდებიან. ისინი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და საზოგადოების განწყობებზე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ინფორმაციას აწვდიან. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი საარჩევნო სისტემის შემუშავებისთვის დრო კიდევ არის და მთავარი მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობაა. სწორედ ამიტომ, ისინი მოუწოდებენ ევროპელ პარტნიორებს, მათ ხელთ არსებული საშუალებები გამოიყენონ და ქართულ საზოგადოებას საკუთარი ნების გამოხატვაში დაეხმარონ.  


close დახურვა