logo
ENG



მარიტა მეფარიშვილის საქმე- დამძიმებული ბრალი

17 თებ 202320:02
3 წუთის საკითხავი
 

ტექნიკური ელექტროდენის მოქმედების შედეგად განვითარებული ელექტროტრავმა - ესაა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიკვდილის მიზეზი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თითების მიდამოებში ელექტრონიშნები განვითარდა ელექტროდენის მოქმედების შედეგად და უშუალო მიზეზობრივი კავშირი აქვს გარდაცვალებასთან. დოკუმენტი სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ დაწერა. დღესვე მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება დაუმძიმდა ოთხ პირს, მათ შორისაა "გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. ვაკის პარკის დანაშაულზე ამ დრომდე არ დამდგარა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. საზოგადოებაში პროტესტის მიუხედავად, დედაქალაქის მერი, რომელმაც საბედისწერო ობიექტი გახსნა, კვლავ თანამდებობაზეა. 


close დახურვა