უკრაინის ვიცე-პრემიერმა და რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ დღეს ჰუმანიტარული კორიდორი მარიუპოლი-ზაპოროჟიეც გაიხსნა.
მისი თქმით, მარიუპოლში გაიგზავნა ჰუმანიტარული მანქანების კოლონა. მათ ადგილობრივებისთვის წამლები, წყალი, საკვები და პრიველადი საჭიროების ნივთები ჩააქვთ.
უკრაინის, რუსეთისა და წითელ ჯვრის შეთანხმებით დღეს პირველი ევაკუაციის კორიდორი სუმში გაიხსნა. ადგილზე ცეცხლი დროებით შეწყვეტილია.