logo
ENG



მარიუპოლის მერი: აზოვსტალის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

29 აპრ 202217:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/29/6yew1wgv64nn5pc.jpg

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ აზოვსტალის კომპლექსში არსებული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

„თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო და ეს ომის დანაშაულის ნიშანია, რადგან დაჭრილთა რაოდენობა მანამდე 170 იყო ახლა კი 600-ზე მეტია“, - აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.

აზოვსტალის ქარხანა 27 აპრილს, ღამით მძიმედ დაბომბეს.

ბოიჩენკო ასევე აცხადებს, რომ რუსებმა 4 ე.წ ფილტრაციის ცენტრი აქვთ მოწყობილი, სადაც იმ ადამიანებს ამოწმებენ ვისაც ევაკუაცია სურს.

„თუ ვინმე ქალაქს დატოვებს და დაკავშირებული იქნება სამოქალაქო სამსახურებთან, მუნიციპალურ სამსახურებთან ისინი იღებენ სამწუხარო ინფორმაციას, რომ ციხეში უშვებენ. ასეთ ადამიანებს იქ აყოვნებენ და აწამებენ“, - განაცხადა ბოიჩენკომ.

მისი თქმით, ზოგიერთი ოჯახი, ვისაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება სურს რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ.


close დახურვა