logo
ENG



მარიუპოლის მერი: რუსებმა ევაკუაციის რუკები გვთხოვეს, შემდეგ კი გაანადგურეს ყველა ეს წერტილი

22 აპრ 202212:34
3 წუთის საკითხავი
 

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსები თავიდანვე მიზანმიმართულად შლიდნენ ევაკუაციას.

"ჩვენ განვსაზღვრეთ ევაკუაციის ადგილები. მათ გვთხოვეს, ევაკუაციის რუკები გადაგვეცა. მივეცით ეს რუკები. გვკითხეს, რამდენი ავტობუსი გვყავდა? ვუთხარით, რამდენიც გვყავდა. შემდეგ კი მათ გაანადგურეს ყველა ეს წერტილი, გაანადგურეს ჩვენი ავტობუსები. ხელი შეუშალეს საკვანძო ევაკუაციას", - თქვა ბოიჩენკომ.

მერის განცხადებით, მისივე თქმით, ქალაქში ამ დრომდე რჩება 100 000 ადამიანი. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მშვიდობიან მოსახლეობას გასვლის საშუალება მიეცეს.

"ადამიანები, რომლებიც ახლა იქ რჩებიან, მხოლოდ ერთი ადამიანის, ვლადიმერ პუტინის ხელში არიან"- თქვა ბოიჩენკომ.


close დახურვა