logo
ENG



მარიუპოლის მერის მრჩეველი: ოკუპანტები აზოვსტალის ტერიტორიას ბომბავენ

21 აპრ 202220:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/5eyz56mol6ncvgp.jpg

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, აზოვსტალზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან, მორიგი იერიში მიიტანეს. ასევე ცეცხლი გახსნეს მარიუპოლის სხვა ნაწილშიც.

როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრუშჩენკომ აღნიშნა, რუსებს გეგმაში აქვთ ყველა აზოვსტალში მყოფი ყველა ადამიანის განადგურება.

"მარიუპოლი ახლა - ამ დროისთვის მიმდინარეობს აზოვსტალის ტერიტორიის დაბომბვა. ასევე ქალაქის სხვა ნაწილში, სადაც ტრამვაის დეპოა განლაგებული არის სროლები. აღსანიშნავია, რომ დეპო აზოვსტალის ტერიტორიიდან დიდ მანძილზეა. ხალხის გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ უცხოელი პარტნიორები ჩაერევიან და ევაკუაციისთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფემ", - ამბობს ანდრუშჩენკო.


close დახურვა