logo
ENG



მარიუპოლში ახალი მასობრივი საფლავი იპოვეს, რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანის გვამია

01 ივლ 202213:30
3 წუთის საკითხავი
clock 537
2022/07/01/jl6dp4jnddw164o.jpg

მარიუპოლში ახალი მასობრივი საფლავი იპოვეს,რომელშიც 100-ზე მეტი ადამიანის სხეული აღმოაჩინეს.

ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ განაცხადა.

„ახალი მასობრივი საფლავი მარცხენა სანაპიროზე, ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა, 53. კვლავ, 100-ზე მეტი ადამიანის გვამი თებერვლის დასაწყისიდან. ოკუპანტები სიახლოვეს ნანგრევებს ასუფთავებენ და კვლავ არ არის საუბარი ხელახალ დაკრძალვაზე. ადამიანები აგრძელებენ აკლდამებში ცხოვრებას.

საოკუპაციო ძალებმა იმდენად გადაიტანეს ყურადღება ხელახალი აღმშენებლობის სურათის შექმნაზე, რომ მათ არ უზრუნიათ ხელახალ დაკრძალვებზე. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“ - განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისი ცნობით მარიუპოლში გვამების ექსჰუმაცია ამ დროისთვის შეჩერებულია და მოსახლეობას ამგვარ საფლავებთან ახლოს უწევს ცხოვრების გაგრძელება.

 

close დახურვა