აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს.
ეს წელი ახალ შესაძლებლობებს ქმნის ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის წინსვლისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, როცა ისინი ისწრაფვიან გრძელვადიანი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. შეერთებული შტატები ერთგულია პარტნიორობისა, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და წარმატებული მომავლისკენ", - ნათქვამია მისალოც წერილში.
