logo
ENG



მარნეულის ავერსის კლინიკაში მყოფი მედიკოსები და პაციენტები იზოლაციაში არიან

22 მარ 202020:27
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულის ავერსის კლინიკა, მასში მყოფი მედიკოსებითა და პაციენტებით სრულად იზოლირებულია. ეპიდემიოლოგების პირველმა ჯგუფმა მარნეული უკვე დატოვა და ახლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მიდიან, რათა შესაბამისი გამოკვლევები ჩატარდეს. ინფიცირებულსა და მის დას, რომელიც მარნეულში „ავერსის“ კლინიკაში 13 მარტიდან იმყოფებოდა, სულ მცირე, 86 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, თუმცა ჯერჯერობით კონტაქტების ზუსტი სია არ არის დადგენილი. როგორც ექიმები ამბობენ, პაციენტმა მათ  ინფორმაცია არ მიაწოდა საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ. „ავერსის“  კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს შესაბამისი ლაბორატორიული ტესტი უკვე ჩაუტარდა და ამ დროისთვის კოვიდ 19-თან მიმართებით ლუგარიდან საბოლოო პასუხს ელოდებიან. 

ავერსის კლინიკაში უსაფრთხოების წესები გამკაცრებულია, შესაბამისად, დამატებითი პაციენტების მიღებაც შეზღუდულია. რაც შეეხება პაციეენტს, რომელიც კლინიკაში 13 მარტს მოათავსეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო თავად ინფიცირებული პაციენტი გადმოჰყავთ თბილისში გადმოიყვანეს.

ქუთაისის ინფექციურ საავდამყოფოს ერთმა პირმა მწვავე ვირუსული სიმპტომებით მიმართა, ასევე ზოგადი ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ სამმა პაციენტმა მიმართა, მათი პასუხები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხებს დღეს ელოდებიან.

რაც შეეხება საჩხერეს, ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გუშინ შეყვანილი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

„გუშინ საღამოს კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისიდან გადმოიყვანა  ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დადასტურებულო აქვს კორონავირუსი. ის მოთავსდა ინფექციური განყოფილების ბოქსირებულ პალატაში, მიმდინარეობს მონიტორინგი, თავს ამ ეტაპისთვის კარგად გრძნობს. რაც შეეხება სამ პაციენტს, ისინიც თავს კარგად გრძნობენ. მომავალ კვირაში გადამოწმდება მათი ლაბორატორიული შედეგები და შედეგების მიხედვით გადაწყდება მათი გაწერა“, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა  ფიქსირდება, აქედან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 2956 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 291 ადამიანია.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა