მარნეულის მერიასთან ხალხმრავლობაა. ადგილობრივები მუნიციპალიტეტის შენობასთან დახმარებას ითხოვენ. იქ იმყოფება ქალაქის მერი, ზაურ დარგალიც. ის მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებას სთხოვს და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი ვიდეო "რადიო მარნეულმა" გაავრცელა.
დარგალის თქმით, მერიის სოციალური დახმარება კონკრეტული ჯგუფებისთვის იყო განსაზღვრული, თუმცა მოსახლეობაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დახმარებას ყველა ოჯახი მიიღებდა. სწორედ ეს გახდა ხალხმრავლობის მიზეზი.
"ვეხმარებით გარვეკულ ოჯახეს, თუმცა მოსახლეობაში ავრცელებნ ისეთ ინფორმაციას, თითქოს ყველამ უნდა მიიღოს დახმარება. მაგრამ დახმარება გადაეცემა ცალკეულ ოჯახებს. გთხოვთ, დარჩით სახლებში, არ დატრიალდეს ის, რაც მოხდა იტალიაში", - განაცხადა დარგალმა.
მოქალაქეებს შორის დისტანციის დაცვას მერიის ზედამხედველობის სამსახური აკონტროლებს.
ადგილზე ასევე რეგიონის გუბერნატორი შოთა რეხვიასვილიც იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობისთვის საინფორმაციო ფლაერების დარიგებას კურირებდა.
ადგილზე შეკრებილები აცხადებენ, რომ მათ საკვებთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ და ისინი "არა ვირუსისგან, არამედ შიმშილისგან მოკვდებიან".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.