logo
ENG



მარნეულისა და ბოლნისის ბლოკ-პოსტებთან მავთულხლართებს ავლებენ

25 მარ 202010:07
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის მესამე დღეა. ადგილზე ისევ შეზღუდვები მოქმედებს, ტერიტორიაზე შესვლისას კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადამიანებს ID ბარათებს უმოწმებენ. ამ წუთებში კი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალები ბლოკ-პოსტებთან მავთულხლართებს ავლებენ. ადგილზე გადაადგილება კვლავ უპრობლემოდ შეუძლიათ დისტრიბუციის წარმომადგენლებს, ასევე მედიკოსებსა და საერთაშორისო სატრანზიტო მძღოლებს. "ავერსის" კლინიკის თანამშრომელის თქმით მათ პაციენტები ჰყავთ, თუმცა მცრიე რაოდენობით.

"კარანტინია შიგნით. პაციენტები გვყავს, ცოტა რა თქმა უნდა. არ უშვებენ არავის თანამშრომლების გარდა",-აღნიშნავს ქეთევან დევდარიანი. 

სხვა მიზნით შესულ მოქალაქეებს კი რაიონში არ უშვებენ და უკან აბრუნებენ. ამიტომ მოქალაქეები ერთმანეთთან კომუნიკაციას მხოლოდ გამშვებ პუნქტთან ახერხებენ. "ვისოლის" თანამშრომელი ერთ-ერთია, რომელმაც რაიონში ამ გზით უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ნივთები გააგზავნა.

"უნდა გადავცე ნიღბები და ხელთათმანები, თუმცა ჩვენ არ გვატარებენ. უბრალოდ იქიდან მოვა ადამიანი და უნდა გავატანო ნივთები",-განმარტავს მალხაზ თვალაძე


close დახურვა