logo
ENG



მარნეულში 7 სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს

30 ნოე 201912:52
3 წუთის საკითხავი
 
2om5siulp88a62c.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 პირი - წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1962 წელს დაბადებული კ.ხ. და 1979 წელს დაბადებული მ. ჰ. დააკავეს. მათ ბრალი, ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ. დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს, 4 საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა კ.ხ.-მ მარნეულში კიდევ 3 სახლი გაქურდა. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა, ბ, გ და მე-4 ნაწილის გ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.


close დახურვა