მარნეულში დაინფიცირებულ 62 წლის ქალს კონტაქტების რიცხვი 1 700 ადამიანამდე გაიზარდა. მას უშუალოდ შეხება, 100 პირთან ჰქონდა. ყველა მათგანის შემოწმება იგეგმება კოვიდ 19-ზე. პირველ ეტაპზე მათ სწრაფი ტესტებით გამოავლენენ, საეჭვო შემთხვევებს კი ლუგარის ლაბორატორიაში გადაამოწმებენ.
თავად მარნეულში დაინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გარდა დადასტურებული კორონავირუსისა, ქალს რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს. ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია გახდა.
მარნეულში დაინფიცირებულ ქალის კონტაქტებს იკვლევენ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. მთელი დღე მოსახლეობასთან გამოკითხვები მიმდინარეობდა ოზურგეთსა და კახეთის სოფლებში.
ამ დრომდე არაა დადგენილი ვისგან გადაედო ვირუსი მარნეულის მკვიდრს. მის დას ,რომელიც ასევე საავადმყოფოში იმყოფება, ვირუსი არ დაუდასტურდა. ცნობილია, რომ კოვიდ 19 ის მატარებელი აზერბაიჯანში იმყოფებოდა და ის ამ დრომდე ქვეყანაშია.
მასობრივი ტესტირების დაწყებას მარნეულისა და ბოლნისის რაიონში ხელისუფლება ხვალიდან გეგმავს. 24 მარტს ელოდებიან სწრაფი ტესტების პირველ ეტაპად ჩამოსვლას. სწრაფი ტესტები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან სულ ქვეყნაში 4 ეტაპად შემოვა.