მარნეულის სოფელ ზემო სარალში ყოფილმა ქმარმა 28 წლის ქალი და მისი მამა მოკლა. ასევე, დაჭრა ქალის დედა და ძმა. ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა. მოკლული გოგოს ახლობლებმა დანაშაულიდან მალევე, ნიჩბის გამოყენებით ბრალდებულის მამას დაზიანებები მიაყენეს, კიდევ ერთმა პირმა ოჯახის ორი ავტომობილი დააზიანა. მოკლული ქალის დედა და ძმა ახლაც სიცოცხლისთვის იბრძვიან.
მარნეულში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა
21 ივლ 202120:02
3 წუთის საკითხავი