მარნეული-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე კომენდანტის საათის დროს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარს გადავიდა და მსუბუქ მანქანას შეეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.