logo
ENG



მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის ოჯახის წევრს, კოვიდ-19-ი არ აღმოაჩნდა

23 მარ 202000:23
3 წუთის საკითხავი
 
fepd7x8ntajfpd2.jpg

მარნეულის "ავერსის" კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს, რომლის ოჯახის წევრსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, კოვიდ-19-ი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ "ფორმულას", ავერსის კლინიკურმა დირექტორმა, ლელა კიწმარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს 2 ტესტი ჩაუტარდა - პირველმა ტესტმა ვირუსის 50%-იანი ალბათობა დაუშვა, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

"პირველად ტესტზე გვითხრეს, რომ არის 50-50 ალბათობა, რომ ჰქონოდა ვირუსი და უნდა გავიმეოროთ ტესტიო. თუ მივიღებთ იგივე პასუხსო, ხელახლა უნდა აეღოთ ანალიზი, თუმცა დაუკავშირდნენ ჩვენს ეპიდემიოლოგს და უთხრეს, რომ განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია. კლინიკაში სიფრთხილით, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ავერსის კლინიკის დირექტორმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე კლინიკაში მწვავე პნევმონიით მისი და, გადიოდა  მკურნალობას. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტმა აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორია დამალა. 


close დახურვა