logo
ENG



მარნეულში ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ და კომენდანტის საათს არღვევენ

21 მარ 202122:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/21/inivktkgsrk5ncv.png

მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. მოქალაქეების ნაწილი ქალაქის ცენტრშია შეკრებილი და დემონსტრაციულად, კომენდანტის საათს არღვევს. ისინი ამ ფორმით აპროტესტებენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც მათ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება არ მისცა.

მათთან თბილისიდან ჩავიდნენ სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აზერბაიჯანულ თემს მხარდაჭერას უცხადებენ და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა საქართველოს მთავრობას 18 მარტს ოფიციალური წერილით მიმართეს. ისინი ითხოვდნენ დღესასწაულთან დაკავშირებით მათ კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება ჰქონოდათ. ხელისუფლებამ განცხადება ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვა. სწორედ ამიტომ, პროტესტის ნიშნად, ისინი გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ ემორჩილებიან.


close დახურვა