მარნეულში ჩაიხანაში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. ფაქტი "ფორმულას" შსს-ში დაუდასტურეს.
"დაჭრის ფაქტს ვადასტურებთ. საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - განგვიცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.