მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალის მოწყობა დასრულებულია. ჰოსპიტალის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ტექნიკურად სრულად არის აღჭურვილი. ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით მოეწყო ტრიაჟის კარავი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მოხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება, ასევე გამართულია ბოქსირებული და სტანდარტული პროცედურების შესაბამისი კარვები.
ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.
საველე ჰოსპიტალის ფუნქციონირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისი რაიონები მკაცრ კარანტინის რეჟიმზე გადავიდა, მიზეზი კი ერთ-ერთი ადგილობრივის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.