logo
ENG



მარნეულში შესვლა-გამოსვლა დღეიდან ნებადართულია-საკარნატინე შეზღუდვები მოიხსნა

18 მაი 202008:38
3 წუთის საკითხავი
 

თითქმის სამოცდღიანი საკარანტინე შეზღუდვები მარნეულში დღეიდან იხსნება.  ქალაქში შესვლა და გასვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი.  მუნიციპალლიტეტის შესასვლელთან გამშვები პუნქტის დემონტაჟი ღამე დაიწყო.

პროცესს ქვემო ქართლის გუბერნატორი და მარნეულის მერი დაესწრნენ. მუნიციპალიტეტში შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მოსახლეობის ინფორმირება და თერმოსკრინინგი ქტიურად გაგრძელდება .  ქალაქში კვლავ იმოქმედებს კომენდანტის საათი.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში მოხდება ბოლნისისა და თეთრიწყაროში საკარანტინე რეჟიმის შემსუბუქება.

„საკარანტინე შეზღუდვები დასრულდა და მე მინდა, გულწრფელად მინდა მივულოცო პირველ რიგში მოსახლეობას, რომელიც იყო ადეკვატური. მათ დაიცვეს ქცევის წესები, რამაც მოგვცა საშუალება, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით და დილიდან მარნეულის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების საშუალება ექნება. დარწმუნებული ვარ უახლოეს დღეებში, ბოლნისისა და თეთრიწყაროში ასევე მოხდება საკარანტინე რეჟიმის შემსუბუქება“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

მარნეული მერი ზაურ დარგალი კი აცხადებს, რომ მოსახლეობაში პრევენციული სამუშაოების ჩატარება გაგრძელდება.

„როგორც გამოცხადებული იყო მარნეული 18 მაისიდან გაიხსნა. მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ პრევენციულ ღონისძებას. მარნეულის მაცხოვრებლებს ექნებათ საშუალება გადაადგილდნენ სხვადასხვა ქალაქებში, სადაც არ მოქმედებს მკაცრი კარანტინის რეჟიმი“, - აღნიშნა დარგალმა.

მარნეულში საკარანტინე რეჟიმი 23 მარტიდან მოქმედებდამიზეზი ერთ-ერთი ადგილობრივის დაინფიცირება გახდა, რომელსაც ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და მისი დაავადების წყარო უცნობი იყო.


close დახურვა