ბოლო მონაცემებით, მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 2 059-ია.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით 8 სექტემბერს 23:00 საათზე მოხდა.
ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის დედაქალაქი. დანგრეულია ასობით შენობა, ბზარები გაუჩნდა მარაკეშის ისტორიულ კედელსაც.