logo
ENG



მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა

09 სექ 202318:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/09/ry1wfdn03svmw19.png

მაროკოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 700-ს აჭარბებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით გუშინ, 23:00 საათზე მოხდა.

ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის დედაქალაქი. დანგრეულია ასობით შენობა, ბზარები გაუჩნდა მარაკეშის ისტორიულ კედელსაც.


close დახურვა