logo
ENG



მარტვილის მიტროპოლიტის განცხადებით, მეუფეები პატრიარქს შეხვდებიან

12 აპრ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ბზობის წირვა ტაძრის ეზოში ჩაატარა.  რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულს, მღვდელმსახურის განცხადებით, პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

მისი ინფორმაციით, იგეგმება იერარქების შეხვედრა საპატრიარქოში, რის შემდეგაც გადაწყდება, რა ფორმით ჩაატარებენ მსახურებას. 

„მივდივართ პატრიარქთან, რომ ვკითხოთ, როგორია მდგომარეობა. სხვა მეუფეებსაც აინტერესებთ. შეხვედრა ალბათ ხვალ შედგება. არ ვიცი რისკი რას ნიშნავს, მაგრამ თუ თუ გვეტყვიან, ჩვენც გვაინტერესებს, რა მდგომარეობაა იმუნიტეტში", - ამბობს მეუფე.


close დახურვა