კერკ დუგლასის სახელობის ჯილდოს რიგით მეთოთხმეტე მფლობელი მარტინ სკორსეზე გახდა. კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანი რეჟისორი სანტა ბარბარას საერთაშორისო კინოფესტივალზე დააჯილდოვეს. სკორსეზე მეოთხე რეჟისორია, ვისაც პრესტიჟული ჯილდო გადასცეს. ცერემონიას ესწრებოდა ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც მარტინ სკორსეზეს ფილმებში მთავარ როლებს ხშირად ასრულებს, ასევე ალ პაჩინოც, რომელთანაც რეჟისორმა თავის ახალ ფილმში "ირლანდიელი" პირველად ითანამშრომლა.