უკიდურესი გაჭირვება საქართველოში ყველგან გვხდება. სიღატაკეში მცხოვრები ოჯახებისთვის ხელისუფლების წარმომადგენლები მიუწვდომელი არიან. ერთ-ერთი მაგალითია ნათელა ბერიძე, რომლის მდგომარეობა წლებია, არ უმჯობესდება. ჩვენს რესპონდენტს მალე საცხოვრებლის გარეშე დარჩენა ელოდება. თუ ყურადღებას არ მიაქცევენ, ქალმა, რომლის შვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, შესაძლოა პარლამენტს მიაკითხოს და იქ მოიწყოს ღამის გასათევი.